14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ქალაქ მარტინა-ფრანკაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეები კიდევ 2 იტალიელთან ერთად მათ მიერ გაქურდული ბინაშივე დააკავეს. პოლიციელები მეზობლებმა გამოიძახეს – კორპუსის ერთ-ერთი სართულის შემოწმებისას მათ სადარბაზოში შენიღბული კაცი შენიშნეს, რომელიც პოლიციის დანახვაზე დაიბნა და ბინაში დაბრუნდა. სამართალდამცველები მას საცხოვრებელში შეჰყვნენ, სადაც კიდევ 3 შენიღბული პირი და ქურდობის შედეგად არეული ბინა დახვდათ. ეჭვმიტანილები ადგილზევე დააკავეს.
banner
წინა სტატიაშისიბიგა ე.წ. 9 მაისის ზავის შესახებ: რუსების მორიგი მანიპულაცია და პიარ-აქციაა
შემდეგი სტატიათეთრი სახლი ირანთან მოლაპარაკებების დეტალებს არ ასაჯაროებს