იტალიაში ორი სავარაუდო ტერორისტი დააპატიმრეს

იტალიაში დააპატიმრეს 25 წლის პალერმოს მკვიდრი და 18 წლის მაროკოელი, რომლებიც, “ისლამური სახელწმიფოს” სახელით ტერაქტის მომზადებაში არიან ეჭვმიატნილი – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პალერმოს პროკურატურამ ორი მამაკაცის დაკავების ორდერი გასცა. მათ ბრალი ედებათ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და ტერაქტის მომზადებაში.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პალერმოს მკვიდრმა თავის დროზე ისლამი მიიღო და სირიაშიც დადიოდა საომრად. მაროკოელი მან ინტერნეტით გაიცნო. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები მზად იყვნენ “დარტყმის განსახორციელებლად”.

banner
წინა სტატიაშიუმჯობესი იქნება, საკვალიფიკაციო გამოცდა ამოვიღოთ-ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიაჰოლანდია ალბანეთისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს