იტალიის პროვინცია კალაბრიაში მაფიის ორი ბოსი, რომლების პოლიციას ემალებოდნენ, მიწისქვეშა ბუნკერში აღმოაჩინეს. თავშესაფარში დიდი რაოდენობით იარაღი ინახებოდა, იტყობინება სიენენი.
დაკავებული 47 წლის ჯუზეპე ფერარო 1998 წლიდან არის ძებნაში: 17 წლის წინ ის მკვლელობასა და დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებაშია ბრალდებული. მასთან ერთად დაკავებულია 37 წლის ჯუზეპე კრეა, რომელიც ასევე მაფიოზური სტრუქტურების შექმნაშია ბლალდებული.
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაკავების კომენტირებისას თქვა: “დღეს დიდი დღეა ყველასთვის, რადგანაც სამართლიანობამ გაიმარჯვა”.
ორივე დაკავებული უძველეს დანაშაულებრივ ჯგუფ “ნდრაჰგეტს” განეკუთვნებიან, რომელიც 1980 წელს არის დაარსებული.