20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

იტალიაში ორ ადამიანს, სავარაუდოდ, “ებოლას” ვირუსი გამოუვლინდა- ლომბარდიის რეგიონში გაფრთხილება გავრცელდა

იტალიაში, კომოს პროვინციაში, „ებოლას“ ვირუსის ორი სავარაუდო შემთხვევა დააფიქსირეს, რის გამოც ლომბარდიის რეგიონში სპეციალური გაფრთხილება გავრცელდა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, იტალიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ვირუსის ფართოდ გავრცელების რისკი ამ ეტაპზე ძალიან დაბალია.

საქმე ეხება ერთ ქალსა და ერთ მამაკაცს, რომლებიც ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში უგანდადან დაბრუნდნენ, სადაც ისინი სამი თვის განმავლობაში ჰუმანიტარული ორგანიზაციის მისიით იმყოფებოდნენ.

ორივე პაციენტს უკვე გამოუვლინდა „ებოლასთვის“ დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები: მაღალი ცხელება, პირღებინება და ნაწლავური პრობლემები.

ამ დროისთვის ისინი მილანის სპეციალიზებულ ინფექციურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მედიკოსები მუდმივ რეჟიმში აკვირდებიან მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობასაც. ადგილობრივ ხელისუფლებას პაციენტებისთვის „ებოლას“ ვირუსის არსებობა ოფიციალური ლაბორატორიული კვლევებით ჯერ საბოლოოდ არ დაუდასტურებია.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: “ოცნება” დაშლისკენ მიდის, რეჟიმი უფრო მეტად აღიარებს კორუფციას, ვიდრე ოპოზიცია
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: საქართველოში არის დიდი უმრავლესობა, რომელსაც არც “ნაცების” დაბრუნება უნდა და არც “ოცნების” დარჩენა — მე ამ ნაწილს ვეკუთვნი