იტალიაში მსხვერპლის რაოდენობა 267-მდე გაიზარდა

იტალიაში მსხვერპლის რაოდენობა 267-მდე გაიზარდა

1იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 267-მდე გაიზარდა, 400-მდე ადამიანმა დაზიანება მიიღო -ამ ის შესახებ  ინფორმაციას დღეს იტალიური Rai News 24 ავრცელებს.
სეისმოლოგების მონაცემებით, შემთხვევის ადგილებში ახალი ბიძგები დაფიქსირდა. ყველაზე ძლიერი დღეს დილით 4,7 მაგნიტუდის იყო. ხელახალმა ბიძგებმა ორი დღის წინ დაზიანებული შენობების დანგრევა გამოიწვია. მსუბუქი დაზიანებები მიიღეს მეხანძრეებმა, რომლებიც ერთ-ერთ შენობაში ათენებდნენ ღამეს.
ხელისუფლება ყველა ღონეს იყენებს იმისათვის, რომ დაშავებულ რაიონებში მოროდიორობა არ დაუშვას. პოლიცია და კარაბინიერები ტერიტორიას აკონტროლებენ.
ადგილობირვებმა დამატებითი სამაშველო ჯგუფები შექმნეს, რომლებიც გადარჩენილ სახლებს და ქონებას იცავენ.

იტალიის პროკურატურამ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა მშენებლების წინააღმდეგ. სხვებთან ერთად ახლადაშენებული სახლები ბანქოს სახლებივით დაინგრნენ- Rai News 24 ავრცელებს. იტალიის პრემიერმა, მათეო რენცმა მოწოდება გააკეთა დაისაჯოს ყველა, ვინც სეისმოლოგიურ რაიონში მშენებლობის წესები დაარღვია.

მიწისძვრა, რომელმაც მასობრივი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია, 24 აგვისტოს მოხდა.

banner
წინა სტატიაში“რაც ხელოვნურია, ყველაფერი დროებითია” – პაატა ბურჭულაძე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: სამარცხვინოა, რომ საერთოდ ისმება კითხვა, უნდა ვესაუბროთ თუ არა რუსეთს