იტალიაში, მიწისძვრისას გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

სულ მცირე, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში მომხდარი მიწისძვრისას – ამის შესახებ, ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, ტელეარხი RAI იუწყება.

ქალაქ აკუმოლის მერი სტეფანო პეტრუჩი აცხადებს, რომ ოთხი ადამიანი – მშობლები და მათი ორი შვილი ნანგრევებშია მოყოლილი და სავარაუდოდ, ისინი დაღუპულები არიან.

ამასთან, მიწისძვრის შედეგად, იტალიის ქალაქ არკუატა-დელ-ტრონტოში, საკუთარ სახლში მოხუცი წყვილი გარდაიცვალა.

6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი რომიდან ჩრდილო-დასავლეთით 116 კმ-ში, 10 კმ-ის სიღრმეში იყო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი იტალიაში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიამთავრობა, რეფერენდუმზე უართან დაკავშირებით, პრეზიდენტის არგუმენტაციას არ ეთანხმება