იტალიის ხელისუფლების მონაცემებით, ქვეყანაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 15 ათასზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. 30 ოქტომბერს ცენტრალურ იტალიაში მომხდარი 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა 1980 წლის შემდეგ ქვეყანაში ყველაზე ძლიერი იყო. სტიქიამ რამდენიმე ქალაქი და სოფელი დააზარალა. მიწისქვეშა ბიძგებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა 20 ადამიანი. ყველაზე მეტად სტიქიის შედეგად ქალაქი ნორჩია დაზარალდა.
უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების ნაწილი ნათესავებთან და მეგობრებთან განთავსდა. 10 ათასი ადმაიანი კარვებში და ხელისუფლების მიერ მოწყობილ დროებით თავშსაფრებში ცხოვრობს. ოთხი ათასამდე ადამიანი ადრიატიკის სანაპიროზე სასტუმროებში განთავსდა.
31 ოქტომბრის ღამით იტალიაში 100-ზე მეტი მიწისქვშა ბიძგი დაფიქსირდა, მათ შორის ერთ-ერთის სიმძლავრე 4,2 მაგნიტუდას შეადგენდა.


















