იტალიაში მიწისძვრა მოხდა – საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

იტალიაში საქართველოს საელჩო კალაბრიის რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკვისკენ მოუწოდებს.

ამასთან უწყების მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სტიქიის შედეგად მოქალაქეები არ დაშავებულან.

“გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში, კალაბრიის რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულები არ არიან.

საქართველოს საკონსულო მოუწოდებს კალაბრიის რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე: +39 333 8879123”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტალიაში, კალაბრიის რეგიონში 4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

banner
წინა სტატიაშიგახარიამ მთავრობა იის ყვავილობის რეჟიმზე გადაიყვანა
შემდეგი სტატიასაბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა