იტალიაში მატარებლების შეჯახების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

იტალიაში მატარებლების შეჯახების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

ი1 (1)20 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა სამხრეთ იტალიაში სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად – ადგილობრივი მთავრობა ავრცელებს.
ინციდენტი ქალაქ ბართან მოხდა – იტალიის ადრიატიკის სანაპიროსთან. მატარებლები ერთასადაიმავე რელსზე საპირისპირო მიმართულებით დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ.

გავრცელებულ ფოტოებსა და კადრებში კარგად ჩანს, რომ მატარებლების წინა ვაგონები სრულიად განადგურებულია. ორივე მატარებელი კერძო კომპანია Ferrotramviaria SpA-ს ეკუთვნის.

გარდაცვლილთა და დაზარალებულთა რიცხვი ზუსტდება. დაღუპულა შორის არიან ბავშვებიც.
კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ი2 (1)ი3

 

banner
წინა სტატიაშიგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი “რესპუბლიკური პარტიის” დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
შემდეგი სტატია„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი მინისტრების შემცვლელებზე გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს