იტალიაში “კოზა ნოსტრას” ბოსი ციხიდან ვადამდე გამოუშვეს

25 წლიანი თავისუფლების აღკვეთის შემდეგ სიცილიური მაფია “კოზა ნოსტრას” ბოსი ჯოვანი ბრუსკა ციხიდან ვადამდე გაანთავისუფლეს. ბრუსკას დანაშაულებების სიაშია მაფიასთან მებრძოლი მოსამართლის ჯოვანი ფალკონეს, მისი მეუღლისა და მათი სამი მცველის მკვლელობა, ასევე, ერთ-ერთი მაფიის წევრის 11 წლის შვილის მკვლელობის მცდელობა.

ბრუსკა 1996 წელს დააპატიმრეს და სხვადასხვა დანაშაულებისთვის მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ახლა ის ოთხწლიანი პირობითი ვადით ციხიდან გაანთავისუფლეს, რამაც მოსახლეობის მრისხანება გამოიწვია.

90-იანებში ბრუსკამ, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ პატიმრობის ვადას შეუმცირებდნენ, მაფიის საქმეებზე ღიად დაიწყო საუბარი. მათ შორის, მოყვა ასზე მეტ მკვლელობაზე, რომელშიც თავად მონაწილეობდა.

ბრუსკა, რომელიც ახლა 64 წლის არის, სიცილიური მაფია “კოზა ნოსტრას” მთავარი ფიგურა იყო.

banner
წინა სტატიაშიგვენეტაძე – ლარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მე ამ გადაწყვეტილებას ვეთანხმებოდი
შემდეგი სტატიააშშ-ში, 94 წლის ასაკში, საერთაშორისო ჟურნალისტი მელორ სტურუა გარდაიცვალა