იტალიაში კონტრაბანდისტების ჯგუფი დააკავეს “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკის მეთაურობით

იტალიის პოლიციამ მიგრანტების უკანონო გადაყვანაში ეჭვმიტანილი კონტრაბანდისტების ჯგუფი დააკავა, რომელსაც “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკი მეთაურობდა – წერს Reuters-ი.
ჯგუფი რვა ადამიანისგან შედგებოდა. სამართალდამცველების მონაცემებით, არც ერთ მათგანს იტალიის მოქალაქეობა არა აქვს.
ბანდას 41 წლის მუჰამედ კამელ კხემელი, ტუნისის მოქალაქე ხელმძღვანელობს – ადრე ის ნარკოტიკების კონტრაბანდაზე იხდიდა სასჯელს. პატიმრობის შემდეგ კხემელი რადიკალ ისლამისტებს მიეკედლა და მათ ერთხულების ფიცი მისცა. იტალიაში მიგრანტები ხმელთაშუაზღვის მარშრუტით შემოყავდა.

banner
წინა სტატიაში,,ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა ერაყში 3 ათასი მძევალი აიყვანეს
შემდეგი სტატიაობამას ქალიშვილი საშა რესტორანში ზღვის პროდუქტებს ყიდის