იტალიაში კარაბინიერმა მორიგეობის შემდეგ ცოლს ესროლა და შვილები დახოცა

იტალიელმა კარაბინიერმა ყოფილ ცოლს სერიოზული ჭრილობები მიაყენა, 8 და 12 წლის შვილები კი დახოცა – შემთხვევა რომთან ახლოს მოხდა – იტალიური Repubblica წერს. 44 წლის ლუიჯი კაპასო რამდენიმე ხნის წინ დაშორდა ცოლს, თუმცა, დღეს დილით, მორიგეობის შემდეგ მას სახლში მიაკითხა და ხუთჯერ ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, შემდეგ, აიღო გასაღები, სახლში შევიდა და შვილები დახოცა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა სახლში სამი ცხედარი იპოვეს – კარაბინიერმა თავი მოიკლა. მისი ცოლი სასწაულებრივად გადარჩა. ის საავადმყოფოშია.

კარაბინიერის ბოლო ჩანაწერი “ფეისბუქზე” ასეთია: “არასდროს თქვა, რომ ეს მე არ მომივა, ამას მე არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და არავინ არასდროს არაფრისგან არის დაზღვეული. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ისიც კი, რაზეც არასდროს გიფიქრიათ”.

banner
წინა სტატიაშიმეი ფიქრობს, რომ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ პროექტი ქვეყნის ღირებულებებს საფრთხეს უქმნის
შემდეგი სტატიაჩინეთში ქალმა შეცდომით ცოცხალი ქმარი გააგზავნა მორგში