იტალიაში ისევ ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის დედქალაქ რომთან ახლოს 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი მაჩერატაში, დედამიწის 10 კილომეტრით სიღრმეში გახლდათ.
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 24 აგვისტოს, იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარ მიწისძვრას 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაში(Video) დიმიტრი შაშკინი : კრწანისის სამხედრო ბაზაზე დაღუპული გიგა შენგელიას მამას პოზიცია ზეწოლის შედეგად შეაცვლევინეს
შემდეგი სტატიაNATO: ჩვენ ვხედავთ რუსული სამხედრო აქტივობის გაძლიერებას