იტალიაში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავე დააკავეს

იტალიელმა პოლიციელებმა დააკავეს მაფიოზი, რომელიც უკანასკნელი 10 წლის მანძილზე იმალებოდა – La Cnews 24 ავრცელებს. სპეცოპერაციის მსვლელობისას, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავე სანტო ვოტარი ქალაქ ბენესტარეში ბუნკერში იპოვეს. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვოტარი დანაშაულებრივ დაჯგუდება “ნდრანგეტას” ხელმძღვანელია. დაკავებისას, მან წინააღმდეგობის გაწევა სცადა.
სანტო ვოტარის კლანი ერთერთი უმსხვილესია იტალიაში, რომელიც პელლე-ვოტარისა და ნიტრა სტრაჟნოს კლანებს სასტიკად უსწორდებოდა. მას იტალიის სასამართლომ დაუსწრებლად 30 წელი მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ხალხმა ხელისუფლებას უნდა დააკისროს ფიზიკური პასუხისმგებლობა და ჭინჭრებით დაცხონ ერთ ადგილას
შემდეგი სტატიაკრიმინალი „გენერლები“ გელა ქარდავასთვის „კანონიერი ქურდის“ სტატუსის აღდგენის წინააღმდეგ გამოვიდნენ