იტალიაში ექსპო-2015-ზე ფულის გათეთრების გამო მაფიის 11 წევრი დააკავეს

იტალიაში ექსპო-2015-ზე ფულის გათეთრების გამო მაფიის 11 წევრი დააკავეს

იტალიაში 11 ადამიანი დააკავეს, ისინი ფულის გათეთრებაში, ფინანსურ თაღლითობებში, გადასახადებისათვის თავის არიდებასა და კოზა ნოსტრასთან კავშირში არიან ბრალდებული – ადგილობრივი მედია წერს. ამასთანავე, 7 ადამიანი დროებითი დაკავების იზოლატორიშია მოთავსებული, ოთხი კი შიდა პატიმრობაშია.
გამოძიების მასალებით, ეჭვმიტანილებმა არაკანონიერი გზით მოიპოვეს კონტაქტები შეკვეთების შესასრულებლად მილანში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზე ექსპო-2015.
საუბარია საფრანგეთის, ქუვეითის და გვინეის პავილიონების მშენებლობებზე.

დაკავებების დროს რამდენიმე მილიონი ევროს კონფისკაცია მოხდა.

banner
წინა სტატიაშიWikileaks-ის ინფორმატორმა თავი მოკვლა სცადა
შემდეგი სტატიააფხაზური სერვისის უცნაურობები