იტალიაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ ინფორმაციას ელჩი სისულელეს უწოდებს

იტალიაში საქართველოს ელჩის, კახა სიხარულიძის განცხადებით, იტალია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს და დე-ფაქტო მთავრობის რაიმე ფორმით, ოფიციალური მხარდაჭერა, გამორიცხულია.

 

“ეს არის სრული ნონსენსი, რომელიც არ შეიძლება მოხდეს, ამიტომ, მათ საიტებზე გავრცელებულ სისულელეებს ნუ ავყვებით. ოფიციალური პოზიცია არის ის, რომ ეს არის სისულელე. ასეთი რამ იტალიაში არ მომხდარა და არც მოხდება არასდროს”, – განაცხადა ელჩმა.
იტალიის დედაქალაქ რომში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენელმა იტალიაში მაურო მურჯამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, წარმომადგენლობა მუშაობას უკვე შეუდგა, თუმცა გახსნის ოფიციალური ცერემონია 2 აპრილს გაიმართება.
banner
წინა სტატიაშისაქართველოს საელჩოს მოთხოვნის შედეგად, აბრა – „აფხაზეთის რესპუბლიკა“ მოიხსნა
შემდეგი სტატია,,აბაშიძე-კარასინის ფორმატის მუშაობის შედეგად გარკვეული სტაბილურობის ელემენტი გამოჩნდა”