14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

იტალიაში დაკარგული საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

იტალიის ქალაქ ნეაპოლში დაკარგულად გამოცხადებული საქართველოს მოქალაქე, გოგა ბულია, გარდაცვლილი იპოვეს. დაკარგულის ცხედარი ადგილობრივმა პოლიციამ აღმოაჩინა. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.

მანამდე სოციალურ ქსელში სამძებრო სამუშაოებში დახმარებას მისი მეუღლე, თეა გოდერიძე ითხოვდა. მისი თქმით, ახლობლები მასთან დაკავშირებას გაუჩინარების შემდეგ ვერ ახერხებდნენ.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და ინციდენტის დეტალები ამ ეტაპზე ოფიციალურად ცნობილი არ არის. გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშირუმინეთმა Neptun Deep-ის პლატფორმასთან ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი გაანადგურა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია აფხაზეთის საკითხზე: ომი არ იქნება, თუ ევროკავშირის წევრები გავხდებით