27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

იტალიაში დააკავეს ქართველი კაცი, რომელმაც სახლიდან 30 000 ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასი ნივთები მოიპარა

იტალიაში დააკავეს 35 წლის ქართველი კაცი, რომელმაც სახლიდან 30 000 ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასი ნივთები მოიპარა.

როგორც იტალიური მედია იუწყება,  შემთხვევა 4 ივნისს მოხდა.

გამოცემის ცნობით,  კაცმა დანაშაული ავსტრიაში ჩაიდინა, თუმცა ის ძებნაში იმყოფებოდა და ევროპული ორდერის საფუძველზე კარაბინერებმა ის იტალიაში დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ქართველი კაცი თანამზრახველთან ერთად ავსტრიაში ერთ-ერთ ბინაში შევიდა, სადაც ნაღდი ფული, ოქროს მონეტები და სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთები მოიპარა, ზარალის სავარაუდო ოდენობა კი 30 ათას ევროზე მეტია. ევროპაში მასზე ძებნა თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. იტალიურმა მხარემ ის ავსტრიას უკვე გადასცა, სადაც გამოძიება მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის დიასპორასთან ურთიერთობები პრიორიტეტულია, გვაქვს ახალი პროექტები, რომლებიც ფოკუსირებულია სამშობლოსთან ურთიერთობების გაძლიერებაზე
შემდეგი სტატიაფაშინიანი: სომხეთში მოქმედი ზოგიერთი ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში