იტალიაში დააკავეს მაროკოელი, რომელიც ტერაქტის მოწყობას აპირებდა

იტალიის ქალაქ ტურინში 29 წლის მაროკოელი მუნერ ალ აუალი დააკავეს, რომელიც ტერაქტის მომზადებაშია ეჭვმიტანილი – ANSA ავრცელებს.
აუალი იტალიაში 2008 წლიდან ცხოვრობს. ის იტალიელი სამართალდამცველების ყურადღების ქვეშ ინტერნეტში ექსტრემისტული იდეოლოგიის პროპაგანდის გამო მოხვდა. გარდა ამისა, ის ღიად უჭერდა მხარს გერმანიაში, შვედეთსა და საფრანგეთში ტერაქტების ორგანიზატორებს.
მოროკოელის დაპატიმრების უშუალო მიზეზი მის მიერ ერთ ფორუმში გამოქვეყნებული ჩანაწერი გახდა, სადაც ის ამბობს, რომ იტალიაში ტერაქტის მოწყობას აპირებს ეძებს თანამოაზრეებს.

banner
წინა სტატიაშილონდონში განაცხადეს, რომ მათ პრევენციული ზომებისთვის ატომური იარაღის გამოყენება შეუძლიათ
შემდეგი სტატიაირაკლი ჩხვირკიას ბრალი წარუდგინეს