იტალიაში ბარ-რესტორნები კლიენტებს შენობაში იღებენ

იტალიაში ბარ-რესტორნები კლიენტებს შენობაში იღებენ

იტალიელებმა უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე პირველად დღეს შეძლეს ბარებსა და რესტორნებში შესვლა. სამშაბათამდე საზოგადოებრივი კვების დაწესებულებები ან ღია ცის ქვეშ სტუმრობდნენ მომსვლელებს, ან გატანაზე მუშაობდნენ. ახლა რესტორნებმა, რომელთაც გარე ადგილები არ ჰყოფნით, უფლება მიიღეს მომსვლელები შენობაში შეიპატიჟონ.

ძალაში რჩება წესი, კლიენტი მაგიდასთან ნიღბით იჯდეს, თუკი ის არ ჭამს ან არ სვამს.

იტალიამ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმება აპრილიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც კოვიდ-19-ით დაავადებულთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

დღეის მონაცემებით 60 მილიონიან იტალიაში 35 მილიონ ადამიანს მინიმუმ ერთი დოზა ვაქცინა გაკეთებული აქვს.
მომდევნო კვირიდან საღამოს კომენდანტის საათი გადაიწევს და ის 23:00-დან 00:00 საათამდე იმოქმედებს “თეთრი რეგიონების” გამოკლებით, სადაც კომენდანტის საათი არც არის.

banner
წინა სტატიაშიდღეს აშშ-ს ქალაქში აფროამერიკელების მასობრივი განადგურების დღეა
შემდეგი სტატიაევროკავშირის კორუფციასთან ბრძოლის ახალმა პროკურატურამ მუშაობა დაიწყო