იტალიაში აფრიკული სიცხეების მორიგმა ტალღამ 52° შეადგინა, ტემპერატურამ პიკს მიაღწია. ბოლო რამდენიმე კვირაა დედაქალაქში 43-დან 50 გრადუსამდეა, დღეს კი მაჩვენებელი კიდევ 2°-ით გაიზარდა.
როგორც ადგილობრივები იხსენებენ, უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მსგავსი ზაფხული არ ყოფილა, თუმცა, ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, ყოველი შემდეგი ზაფხული განსაკუთრებული მხურვალებით გამოირჩევა.
გარდა ამისა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გასულ კვირას, იტალიის რამდენიმე რეგიონში ხანძარი იყო, თუმცა, ამის შესახებ საინფორმაციო გამოშვებებში არავის უსაუბრია.
“ალბათ, სიფრთხილის ნორმებს მაქსიმალურად იცავენ, რომ საზოგადოება არ დაზაფრონ, მაგრამ ჩემი თანამშრომლის დედა გარდაიცვალა, ამბობენ, რომ მისთვის აუტანელი იყო რომის სიცხეები, თან მას გულ-სისხლძართვთა დაავადებები ჰქონდა და ზედმეტი სიცხე მისმა ორგანიზმმა ვერ აიტანა. შუადღისას ქუჩები თითქმის ცარიელია, მხოლოდ რამდენიმე ტურისტი შეიძლება შეგხვდეთ. წინა წლებთან შედარებით, ტურისტების რიცხვი ფაქტობრივად განახევრდა”, – განაცხადა “თაიმერთან” ანტონელა ბარჯერომ.
მზეკო ჟვანია – იტალია/რომი
















