19.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

იტალიაში 600 ევროს ღირებულების საკვები პროდუქტების მოპარვის ბრალდებით 44 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიაში 600 ევროს ღირებულების საკვები პროდუქტების მოპარვის ბრალდებით 44 წლის ქართველი კაცი დააკავეს. შემთხვევა ქალაქ ტელეზე-ტერმეში 19 აპრილს მოხდა.

მედიის ცნობით, პოლიციელებმა 44 წლის ქართველი მაშინ დააკავეს, როდესაც ერთ-ერთი სუპერმარკეტში რამდენიმე ადამიანი პროდუქტების მოპარვას ცდილობდა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ერთი მათგანის, საქართველოს მოქალაქის დაკავება შეძლეს, ჩხრეკის შედეგად კი დამნაშავის ქურთუკსა და ჩანთაში მოპარული პროდუქტები აღმოაჩინეს. დაკავებული კაცი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც გაირკვა, რომ 44 წლის ქართველს წარსულში სხვადასხვა დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი, 2025 წლის 13 ოქტომბერს კი მისი ქვეყნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

კაცი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობისთვის დააპატიმრეს და პროკურორის გადაწყვეტილებით, ბენევენტოს ციხეში გადაიყვანეს.

მას ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნას ედავებიან.

banner
წინა სტატიაშიირანი: აშშ რეპუტაციის შენარჩუნების გზას ეძებს, რომ თავი დააღწიოს ომის ჭაობს
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის შესასვლელში