იტალიაში 26 წლის ქართველი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

იტალიის ქალაქ პადუაში, 26 წლის კარლო გოდოლაძე გარდაცვლილი იპოვეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის გვამი გუშინ, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე, ველოსიპედისტებმა იპოვეს.

ცხედარი მდინარემ გამორიყა, რომლის შემდეგაც, ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და პოლიცია გამოიძახეს.

რა გახდა ქართველი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მამაკაცი იდენტიფიცირებულია.

26 წლის ახალგაზრდას 20 ნოემბრის შემდეგ ეძებდნენ. იგი პადუაში სასწავლებლად იყო წასული.

banner
წინა სტატიაშისერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში თანამდებობებზე აღადგინეს
შემდეგი სტატიასენაკში შუახნის ქალი მოკლეს