იტალიაში 17 საათი ნანგრევების ქვეშ მყოფი გოგონა გადაარჩინეს (ვიდეო)

იტალიის ქალაქ პესკარა-დელ-ტრონტოში, რომელიც მიწისძვრის შედეგად სერიოზულად დაზიანდა, მაშველებმა ერთ-ერთი შენობის ნანგრევებიდან 10 წლის გოგონა ამოიყვანეს. ბავშვი სტიქიური უბედურებიდან 17 საათის შემდეგ იპოვეს – დღეს The Independent-ი ავრცელებს.
გოგონა საავადმყოფოშია გადაიყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბავშვის ნათესავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
უკანასკნელი მონაცემებით, იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 247 ადამიანი დაიღუპა. 264 კი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

 

https://youtu.be/3MavHSk1jX8

banner
წინა სტატიაშიაჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის დაჯარიმების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიასასამართლომ ბრალდებულ თ. გინტურს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა