იტალიაში 13 პაციენტის მკვლელობის ბრალდებით „სიკვდილის ანგელოზი“ დააპატიმრეს

იტალიის ქალაქ ლივორნოს პოლიციამ 55 წლის მედდა დააპატიმრა, რომელსაც ბრალი 13 მკვლელობაში ედება – დღეს Corriere del Ticino წერს.
გამოცემის თანახმად, მედიაში „სიკვდილის ანგელოზად“ შერაცხული ქალი ქალაქ პომბინოში ანესთეზიოლოგად მუშაობდა, სადაც სავარაუდოდ, კლავდა პაციენტებს. მისი მსხვერპლი იყვნენ 61-დან 88 წლამდე ადამიანები.
ის, პოლიციის ვერსიით, ავადმყოფებს ისეთ პრეპარატს უკეთებდა, რომელიც ექიმების მიერ არ ყოფილა დანიშნული და რომელიც სისხლდენას და სიკვდილს იწვევდა. ჯერჯერობით, მედდის მოქმედების შესაძლო მოტივებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
როცა ქალი სამართალდამცველების ყურადღების ქვეშ მოექცა, ის ქალაქ პიზაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც იქნა კიდეც დაკავებული.
იტალიაში 2015 წლის ბოლოს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა მედდას, დანიელა პოჯიალს, რომელმაც 37 პაციენტი მოკლა.

banner
წინა სტატიაშიForbes: უკანასკნელი წლის მანძილზე პოროშენკო 100 მილიონით გამდიდრდა
შემდეგი სტატიამაკა რაზმაძე: “ეს შენ გეხება” მხოლოდ ფარსია”