იტალიამ პუტინთან დაკავშირებული იახტის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო

იტალიის ხელისუფლებამ $700 მილიონის ღირებულების იახტის – შეჰერეზადას ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო. იახტა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან არის დაკავშირებული. შეჰერაზადა გასული წლის სექტემბრიდან ტოსკანას პორტში სარემონტო სამუშაოებს გადიოდა.

იტალიის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური და საქმიანი კავშირები არსებობს იმ პირს, ვინც შეჰერეზადას ოფიციალურად ფლობს და “რუსეთის ხელისუფლების თვალსაჩინო წარმომადგენლებს, ასევე სხვა სუბიექტებს შორის, რომლებსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქციები დაუწესდათ”.

იტალიის პოლიცია შეჰერეზადას ნამდვილი მფლობელის ვინაობის დადგენას ცდილობს. იახტა გერმანულმა კომპანიამ Luerssen–მა 2020 წელს ააშენა, მას ორი ვერტმფრენის სადესანტო მოედანი, აუზი და კინოთეატრი აქვს.

ამასთან ერთად, იტალიამ რუსეთის სანქცირებულ პირებს მარტსა და აპრილში 900 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ვილები და იახტები ჩამოართვა.

banner
წინა სტატიაშირუსი ოკუპანტები ხერსონში 500-მდე ადამიანს სარდაფებში აწამებენ – უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ყირიმში
შემდეგი სტატიარუსეთის უსაფრთხოების სამსახური – 3 თვეში რუსეთი თითქმის 4 მილიონმა მოქალაქემ დატოვა – პირველ კვარტალში საქართველოში რუსეთის 38 281 მოქალაქე შევიდა