იტალიამ ერდოღანის ვაჟზე გამოძიება დაიწყო

იტალიაში თურქეთის პრეზიდენტის ვაჟთან, ბილალ ერდორანთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყეს – ამის შესახებ The Telegraph-ი წერს. გასულ წელს ის ოჯახთან ერთად ბოლონიაში ცხოვრობდა.
35 წლის ბილალ ერდოღანი იტალიაში დისერტაციის დასაწერად იმყოფებოდა – ის ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.
გამოძიება თურქი მეწარმის და ოპოზიციონერის მურატ ჰაკანის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიწყო. მისი თქმით, ერდორანის ვაჟს იტალიაში დიდი ოდენობით თანხა შეჰქონდა და მის დეკლარირებას არ ახდენდა.

The Telegraph-ის ინფორმაციით, საქმეს პროკურორი მანუელა კავაიო აწარმოებს.

2015 წელს ბილალ ერდორანმა საკუთარ ბიზნესზე გამომცემლობა Corriere della Sera-სთან ისაუბრა. მისი თქმით, მას სტამბულში ჰონდა რესტორნები და კომპანია BMZ, რომელსაც ორ ნათესავთან ერთად ხელმძღვანელობს.

გასული წლის 27 ნოემბერს სირიის ინფორმაციის მინისტრმა, ომარ აზ-ზოუბმა ანკარას მიერ რუსული სუ-24-ის ჩამოგდება “ისლამური სახელმწიფოსგან” ნავთობის შემსყიდველ კომპანიებს დაუკავშირა, რომელიც რეჯეპ ერდოღანის ვაჟს ეკუთვნის. “თურქეთმა ნერვიულობა დაიწყო, როცა რუსეთმა “ისლამური სახელმწიფოს” ინფრასტრუქტურის და დაახლოებით 500 ნავთობგადამზიდი მანქანის დაბომბვა განახორციელა” – განაცხადა ინფორრმაციის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი მთავარ პროკურორს წინადადებით მიმართავს
შემდეგი სტატიასტოკჰოლმში თურქეთის კულტურის ცენტრი ააფეთქეს