9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

იტალიამ აშშ-ს სამხედრო ბაზაზე დაშვება აუკრძალა

დასავლურ კოალიციაში ბზარი გაჩნდა — ევროპის წამყვანი ქვეყნები უარს ამბობენ, გახდნენ პლატფორმა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციებისთვის.

იტალიამ აშშ-ის საბრძოლო თვითმფრინავებს სიცილიაში მდებარე „სიგონელას“ ბაზაზე დაშვების უფლება არ მისცა.

შეთანხმების თანახმად, ბაზა მხოლოდ ლოგისტიკისთვისაა, საბრძოლო მისიისთვის კი პარლამენტის ნებართვაა საჭირო.

ამერიკული ბომბდამშენები უკვე ჰაერში იყვნენ, როცა იტალიის თავდაცვის სამინისტრომ ნებართვაზე უარი განაცხადა, რადგან პარლამენტთან კონსულტაციისთვის დრო არ იყო.

პრემიერ ჯორჯია მელონის ოფისი აცხადებს, რომ აშშ-თან კავშირები მყარია, თუმცა იტალია საერთაშორისო ხელშეკრულებებს იცავს. ოპოზიციის ლიდერი ელი შლეინი კი ამბობს: „აშშ-ს ჩვენი ტერიტორიის ომის პლატფორმად გამოყენება სურს“.

მემარცხენე მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საჰაერო სივრცე ჩაუკეტა აშშ-ის იმ თვითმფრინავებს, რომლებიც ირანის წინააღმდეგ მისიებს ასრულებენ.

პარიზმა ისრაელს საფრანგეთის საჰაერო სივრცით აშშ-ის იარაღის ტრანსპორტირება აუკრძალა.

ეს კოორდინირებული წინააღმდეგობა მიანიშნებს, რომ ევროპა ცდილობს დისტანცირდეს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციისგან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის სტიპენდიატები STEM სკოლაში ცნობილია
შემდეგი სტატიარუსეთიდან ყველა ტიპის ზეწოლა წავა პოლიტიკის და საეკლესიო პოლიტიკის დონეზე – არჩილ გამზარდია