იტალია საკუთარ პორტებში არ მიიღებს გემებს მიგრანტებით

იტალია საკუტარ პორტებში არ მიიღებს გემებს, რომელზეც მიგრანტები იმყოფებიან, იმ შემთხვევაშიც, თუკი ისინი მაშველებმა გადაარჩინეს – ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა 8 ივლისს. 12 ივლისს დაგეგმილი ევროკავშიის შს მინისტრების შეხვედრაზე ის შესაბამისი გარანტიის მოთხოვნას აპირებს გაერთიანებაში შემავალი ქვეყნებიდან

ადრე იტალიამ განაცხადა, რომ მას საკუთარი პორტების საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის დახურვა სურს. შს მინისტრის თქმით, მსგავსი მიდგომა საჭიროა “საერთაშორისო მისიის” გემებისადმი.
სალვინიმ იტალიის ყოფილი მთავრობის მოქმედებები გააკრიტიკა, რომლებიც 5 წლის მანძილზე ხელს აწერდნენ შეთანხმებას, იტალიაში მიგრანტებით სავსე გემების შეშვებაზე პასუხისმგებლობის აღებაზე. მთავრობის მონაცემებით, მიმდინარე წელს იტალიაში 16 ათასი ლიბიელი ლტოლვილია შესული. ივნისში იტალიამ გერმანულ საქველმოქმედო ორგანიზაცია Lifeline-ს და ლტოვილებით სავსე გემს Aquarius-ს უფლება არ მისცა თავიანთ პორტებში შესულიყვნენ.

banner
წინა სტატიაშიხორვატ ფეხბურთელზე, რომელმაც “დიდება უკრაინას” დაიძახა, ფიფამ გადაწყვეტილება გამოიტანა
შემდეგი სტატიააშშ-ში კალათბურთელი პოლიციასთან სროლის დროს დაიღუპა