ფოტოები ჰაერიდან იმის საშუალებას იძლევა, რომ მიწისძვრის მასშტაბები დავინახოთ – წერს “ბიბისი” და იტალიის იმ რაიონების ფოტოებს აქვეყნებს, სადაც გუშინ მიწისძვრა მოხდა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მათეო რენცის მიერ გავრცელებული უკანასკნელი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 250-მდე ადამიანი დაიღუპა. არიან დაკარგულებიც.
სამაშველო საქმიანობაში 4 ათასამდე მაშველი მუშაობს.
6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა გუშინ დილით ადრე მოხდა. პირველი ბიძგი 5.36 წუთზე დაფიქსირდა, რომელსაც კიდევ ერთი, შედარების ნაკლები სიმძლავრის ბიძგი მოყვა.
მიწისძვრის ეპიდცენტრი რომის ჩრდილო-დასავლეთიდან 113 კილომეტრში იყო.