ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა რომის ქუჩებში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის წინააღმდეგ. იტალია დასავლეთ ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება ნებადართული არ არის.
რომში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა მთავრობის ინიციატივის გასაპროტესტებლად, რომელიც ერთსქესიანთა ურთიერთობის ლეგალიზებას ეხება. დემონსტრანტებს მიჰქონდათ პლაკატები: «ოჯახი მსოფლიოს გადაარჩენს» და «დავიცვათ ჩვენი შვილები».
პრემიერ-მინისტრის მემარცხენე ცენტრისტული პარტია მიმიდარე წლის ბოლოსკენ ჰომოსექსუალი წყვილებისთვის კანონს შეცვლის, ნათქვამია ჟურნალ «შპიგელის» დღევანდელ გამოცემაში.