იტალია და ბელგია “გაყინული რუსული აქტივების” გეგმის წინააღმდეგი არიან

იტალია და ბელგია ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გაყინული რუსული აქტივების გეგმის წინააღმდეგი არიან, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

გეგმა ითვალისწინებს რუსეთის 210 მილიარდი ევროს ღირებულების გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას.

„იტალიის პოზიცია ევროკავშირის ლიდერების გადამწყვეტი შეხვედრის წინ ძირს უთხრის ევროკომისიის იმედებს ამ გეგმასთან დაკავშირებით შეთანხმების საბოლოოდ მიღწევის თაობაზე“, – წერს „პოლიტიკო“.

როგორც გამოცემა წერს, იტალიამ შეცვალა დიპლომატიური დინამიკა და ბელგიასთან, მალტასა და ბულგარეთთან ერთად შეადგინა დოკუმენტი, რომელიც ევროკომისიას მოუწოდებს, რუსული აქტივების გამოყენების ნაცვლად, უკრაინის მხარდასაჭერად ალტერნატიული ვარიანტები შეისწავლოს.

„ოთხი ქვეყანა აცხადებს, რომ განაგრძობენ ალტერნატიული ვარიანტების შესწავლას და განხილვას ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მნიშვნელოვნად ნაკლები რისკებით, უკრაინის ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, – წერს „პოლიტიკო“.

ცნობისთვის, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის შესახებ, ვიდრე რუსეთი სრულად არ გადაიხდის რეპარაციებს უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 25 ხმით მიიღეს, ორმა ქვეყანამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. მანამდე უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ იდეას არ ეთანხმებოდნენ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: “ბელარუსიც კი უფრო დემოკრატიულად გამოიყურება, ვიდრე საქართველო”
შემდეგი სტატია“ევროპისთვის ამერიკული მშვიდობის ათწლეულები დასრულდა” – გერმანიის კანცლერი