IT სისტემების შეფერხება მთელ მსოფლიოში

IT სისტემების მნიშვნელოვან შეფერხებები დაფიქსირდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პრობლემები შეექმნა ავიახაზების, მედიის, ბანკების, სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობას. ბევრი ფრენა გადაიდო, აეროპორტებში რიგები და გაურკვევლობაა.

მიზეზი უცნობია, მაგრამ “მაიკროსოფტი” ამბობს, რომ შემარბილებელ ზომებს იღებს. ვარაუდობენ, რომ პრობლემა კიბერუსაფრთხოების ფირმა CrowdStrike-ის პროგრამულ უზრუნველყოფაშია. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედიები ავრცელებენ.

აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ United Airlines-მა, Delta Airlines-მა და American Airlines-მა ფრენები შეაჩერეს. მიზეზი: გლობალური კომუნიკაციის პრობლემები. ფრენების შეფერხებები დაფიქსირდა ბერლინსა და ესპანეთში.

კიბერ ინციდენტის გამო შეფერხდა ლონდონის საფონდო ბირჟა. პრობლემა შეექმნა აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მუშაობას. ბრიტანული არხი Sky News პირდაპირ ეთერში ვერ გავიდა.

იაპონიის ნარიტას აეროპორტში, ტოკიოდან დაახლოებით 60 კილომეტრში, განაცხადეს რომ ავიაკომპანიებს JetStar, Jeju Air, Qantas, HK Express და Spring Japan პრობლემები აქვთ თავიანთ სისტემებთან.

banner
წინა სტატიაშიორბანი – დონალდ ტრამპს ომის საწინააღმდეგო შეხედულებების გამო დაესხნენ თავს
შემდეგი სტატიაზარქუა – კუბილიუს! ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალეობა მოითხოვა, სად არის შენი პოზიცია?