ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინული ძალები ანდრიივკას, რაბოტინოსა და ვერბოვოს მახლობლად დაწინაურდნენ.
“5 ოქტომბერს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან შეტევითი ოპერაციები განახორციელეს და დაწინაურდნენ. უკრაინის გენერალუმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ანდრიივკას აღმოსავლეთით წარმატებას მიაღწიეს”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
რუსი სამხედროების განცხადებით, უკრაინული ჯარები კლიშივკას რეგიონში (ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით 7 კმ) დაწინაურდნენ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
“უკრაინულმა ძალებმა რაბოტინოს დასავლეთით (ორეხოვოს სამხრეთით 10 კმ) წარმატებას მიაღწიეს. ამასთან, უკრაინელები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით”, – ნათქვამია განცხადებაში.