ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ცნობით, (ISW) რუსმა ოკუპანტებმა კუპიანსკი-სვატოვო-კრემენნაიას ხაზის გასწვრივ წინ წაიწიეს და სვატოვოს ჩრდილო-დასავლეთით 20 კმ-ში მდებარე სოფელი კროხმალნოე აიღეს.
სამხედრო ანალიტიკოსების მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, გეოლოკაციურმა კადრებმა ცხადყო, რომ რუსებს წინსვლა აქვთ კუპიანსკისა და კრემენნაიას მიდამოებში. ამას გარდა, პოზიციური ბრძოლები გრძელდება კუპიანსკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სინკოვკასა და პეტროპავლოვკას მიდამოებში.
ანალიტიკოსების მოსაზრებით, რუსეთის პირველი გვარდიის სატანკო არმიის ქვედანაყოფები კუპიანსკის მიმართულებით მიიწევენ, ხოლო მე-20 გაერთიანებული შეიარაღების არმიის ქვედანაყოფებს გეზი ლიმანის მიმართულებით აქვთ აღებული.