ISW-მ რუსი სამხედროების ახალი ტაქტიკა გამოავლინა

აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები ზაპოროჟიის ოლქში რუსული შენაერთების მხრიდან ახალ ტაქტიკაზე ამახვილებენ ყურადღებას: მათი თქმით, რუსი სამხედროები ვერბოვესთან და რობოტინესთან პოზიციების დაკარგვის მიუხედავად, შეტევაზე გადასვლას ცდილობენ და არ გადადიან უფრო შორს მდებარე თავდაცვით პოზიციებზე.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამით რუსეთი დროს წელავს, თუმცა, რატომ აკეთებს ამას, გაუგებარია. სავარაუდოდ, მისი მიზანია ცუდი ამინდების დადგომამდე სეაჩეროს უკრაინის არმიის წინსვლა, თუნდაც ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგის ფასად.

banner
წინა სტატიაშიგასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაში 420 ოკუპანტია ლიკვიდირებული
შემდეგი სტატიარუსეთიდან დიდი რაოდენობით ოქრო არაბეთის გაერთიანებული საემიროების გავლით გააქვთ