„ისუზუს“ მარკის რვა მეტრიანი ავტობუსები დღეიდან თბილისში მგზავრებს დამატებით ოთხ მარშრუტზე მოემსახურება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, N17 ავტობუსი – გადასასვლელი ხიდი – მუხიანის მეოთხე მიკრო რაიონის მიმართულებაზე იმოძრავებს; N27 – სადგურის მოედანი – ვაშლიჯვრის დასახლება; „ღრმაღელე“; N62 – სადგურის მოედანი – ზღვის უბნის დასახლება; N73 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – გლდანულა;

27 იანვრიდან კი, ახალი ავტობუსები შემდეგ ოთხ სამარშრუტო ხაზზე გავლენ: N40 – ვარკეთილის მეურნეობა – ისანი; N45 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – სოფელი გლდანი; N60 – გადასასვლელი ხიდი – მეტროსადგური „ღრმაღელე“; N99 – მეტროსადგური „დელისი“ – ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონი.

ავტობუსების ახალი 40 შემადგენლობა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას 21 იანვარს წარუდგინა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული „ისუზუსა“ (ISUZU) და 90 ერთეული „მანის“ (MAN) მარკის ავტობუსები შეისყიდა.

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და „ბოგდანის“ მარკის ძველი ავტობუსები სრულად შეიცვლება.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, წევრებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს
შემდეგი სტატიაჩინეთის ქალაქ უხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით მუშაობას წყვეტს