„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან ეტაპობრივად 8 მარშრუტზე განაწილდებიან

„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან მგზავრებს დამატებით 4 მარშრუტზე მოემსახურება. კერძოდ:
N17 – გადასასვლელი ხიდი – მუხიანის მე-4 მიკრო რაიონი;
N27 – სადგურის მოედანი – ვაშლიჯვრის დასახლება; „ღრმაღელე“;
N62 – სადგურის მოედანი – ზღვის უბნის დასახლება;
N73 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – გლდანულა;
27 იანვრიდან კი, ახალი ავტობუსები შემდეგ 4 სამარშრუტო ხაზზე გავლენ:
N40 – ვარკეთილის მეურნეობა – ისანი;
N45 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – სოფელი გლდანი;
N60 – გადასასვლელი ხიდი – მეტროსადგური „ღრმაღელე“;
N99 – მეტროსადგური „დელისი“ – ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი.
ავტობუსების ახალი 40 შემადგენლობა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას 21 იანვარს წარუდგინა.
მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება ბოგდანის მარკის ძველი ავტობუსები.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი: კონგრესის მნიშვნელობას თუ ვერ აცნობიერებს ხელისუფლება, მაშინ ძალიან მძიმედ გვქონია საქმე
შემდეგი სტატიაამერიკული კორპორაცია “კოკა-კოლას” ვიცე პრეზიდენტი – საქართველოს საინვესტიციო გარემო არის ძირითადი მოტივატორი ქვეყანაში დამატებითი საწარმოო ხაზის შექმნისა და ბიზნესის გაფართოებისთვის, ვაგრძელებთ კაპიტალდაბანდებას საქართველოში