ისწავლე ხელოვნური ინტელექტი თიბისი ტექსკოლაში

 

 

ოთხი წარმატებული სეზონის და 2500-ზე მეტი კურსდამთავრებულის შემდეგ, თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება განახლდა.

ტექსკოლაში 2025 წლის მთავარი სიახლე, ახალი კურსი – შესავალი ხელოვნურ ინტელექტში.

სამ თვიანი კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის ფუნდამენტურ კონცეფციებს, განავითარებენ საჭირო უნარ-ჩვევებს და შეძლებენ მათ გამოყენებას რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

კურსი მიზნად ისახავს გაზარდოს ხელოვნური ინტელექტის ინტერესი რეალურ პროექტებზე პრაქტიკული მუშაობის გზით.

Python-ის საწყისები, ხელოვნური ინტელექტის მოდელების დახვეწა (fine-tuning), დიდი რაოდენობის მონაცემებთან მუშაობა; სამუშაო მოდელების გაწვრთნა და ოუფენ სორს LLMs (მაგ.: llama) მოდელების გამოყენება – ეს ის მიმართულებებია, რომლებსაც კურსის მიმდინარეობისას დაამუშავებენ მოსწავლეები. ფინალურ პროექტზე მუშაობისას კი დამოუკიდებლად დაგეგმავენ და შექმნიან ხელოვნური ინტელექტის (AI) აპლიკაციას.

თიბისი ტექსკოლის სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა უფასოდ შეუძლიათ მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს მთელი საქართველოდან.

არ გამოგრჩეთ თიბისი ტექსკოლაში რეგისტრაცია 24 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს.

 

banner
წინა სტატიაშიტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს
შემდეგი სტატიაWP: აშშ-ის დაზვერვას არ სჯერა, რომ პუტინი მზად არის მშვიდობისთვის