საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში საინტერესო ისტორიულ თარიღს ეხმაურება და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების საწყისებს იხსენებს.
საელჩოს განცხადებით, ზუსტად 34 წლის წინ, 1992 წლის 25 მაისს, საქართველოს პირველად ეწვია მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი.
„1992 წლის 25 მაისი ისტორიული დღე იყო აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებში. შეერთებული შტატების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისა და ჩვენ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან რამდენიმე თვეში, საქართველოს პირველად ეწვია მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი. აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი საქართველოს 1992 წლის 25-26 მაისს სტუმრობდა“ — ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.
დიპლომატიური უწყება აღნიშნულ პოსტთან ერთად აქვეყნებს ჯეიმს ბეიკერის საქართველოში ვიზიტის ამსახველ ისტორიულ ფოტოსურათს, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისის ქუჩებში მოსახლეობასთან ერთად არის გადაღებული.















