ისტორიული შესაძლებლობაა ქართველებმა აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დაიკავონ, იქ რუსული ჯარი არ დარჩა – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოს მთავრობის ხელისუფლების პოზიციებზე საუბრობს.

მედიასაშუალების კითხვაზე როგორც აფასებს დღეს ის საქართველოს ხელისუფლების განცხადებას, არესტოვიჩი ამბობს, რომ პირად მოსაზრებას გააჟღერებს და არაოფიციალურს.

„ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ, არაოფიციალურს. ჩვენ ამას ღრმა შეშფოთებით ვუყურებთ, ასე ვთქვათ. ჯერ ერთი ეს არის ისტორიული შესაძლებლობა დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს.

მეორე, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ. ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ისინი დამატებით ცდილობენ გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები. ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ჩვენი საერთო საქმის მიმართ, რადგან აქ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით.

ეს აძლიერებს ქართველი ხალხის ადრეულ ევროატლანტიკური მისწრაფებებს. მე მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს მოაწონოს თავი რუსეთს მათი ქმედებებით და განცხადებებით. ეს დიდი პრობლემაა ქართველი ხალხისთვის და ჩვენთვის“, – აცხადებს არესტოვიჩი.

banner
წინა სტატიაშიდონაცია საქართველოში მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად
შემდეგი სტატიამტერი აგრძელებს სარაკეტო ძალების რაოდენობის გაზრდას ბელგოროდის რეგიონში – თავდაცვის სამინისტრო