33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

“ისტორიული შანსი დავკარგეთ”- გეგელია ევროკავშირის მიერ უკრაინასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერის გახსნაზე

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია ევროკავშირის მიერ უკრაინისა და მოლდოვასთვის მოლაპარაკებების მე-6 კლასტერის გახსნას ეხმაურება. გეგელიას შეფასებით, მაშინ, როდესაც მოკავშირე ქვეყნები ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ, საქართველო ხელისუფლების პოლიტიკის გამო სრულ იზოლაციასა და „ისტორიულ ჩიხშია“ მოქცეული.

იმ ფონზე, როდესაც უკრაინა და მოლდოვა მიდიან წინ, მათთვის ახალი კარი გაიხსნა იმ ძალიან მნიშვნელოვან ეროვნულ პროცესში, რომელიც მათ მეტი მშვიდობის და კეთილდღეობისკენ წაიყვანს, მერე ევროინტეგრაციას გახდის შესაძლებელს, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში მოქცეული. ჩვენ რეალურად დავკარგეთ ყველა ის შანსი, რაც ისტორიულად გვქონდა მოცემული, დავკარგეთ მილიარდობით ევრო შემოსავალი, ჩვენი სახელმწიფო და საჯარო სისტემის რეფორმის შანსი, ცივილიზებულ მსოფლიოსთან შეერთების და ამ ოჯახში ყოფნის შანსი, რაც გამოიხატება ეკონომიკურ წინსვლაზე ეფექტებში, თითოეული ქართველის ცხოვრების სტანდარტზე, ჩვენი ქვეყნის არსზე, იდენტობაზე, რაობაზე, მომავალზე. ნაცვლად იმისა, რომ ახლა ვიყენებდეთ ამ შანსს, ვმდიდრდებოდეთ, მივდიოდეთ წინ, ქმედით ნაბიჯებს ვდგამდეთ იმისკენ, რომ საქართველო რეალური მშვიდობის და უსაფრთხოების სივრცეში გაწევრიანდეს, ამ რეჟიმის გამო, ჩვენ ვართ მაჩანჩალა, იზოლირებულ სახელმწიფოდ გადაქცეული, რომელსაც არავითარი პერსპექტივა აღარ გააჩნია ამ პოლიტიკის პირობებში,“ – განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების კიდევ ერთი, მე-6 კლასტერი გახსნა.

banner
წინა სტატიაშიაფეთქება არაბეთის ზღვაში: ნორვეგიულ ტანკერს ომანის სანაპიროსთან დაარტყეს
შემდეგი სტატიაგიორგი სიორიძე: ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს