ისტორიული გამარჯვება ევრო 2024-ზე – საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და მერვედფინალშია
მეორე გოლი მატჩში, პენალტი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
შეხვედრის პირველ წუთებზე მატჩის პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
შეხვედრა გელზენკირხენში მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.
EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. თამაშს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე აჩვენებენ.