ისტორიული დილემა კიევისთვის და 4 დღე გადაწყვეტილების მისაღებად – მაშინ, როცა ზელენსკიზე წნეხი სულ უფრო იზრდება, გაჩნდა კითხვა: სად დაიწერა გეგმა, რომელიც რუსეთს ომში გამარჯვებულად აცხადებს და უკრაინას კაპიტულაციას სთავაზობს.
მედიაში გამოჟონილმა სამშვიდობო შეთანხმებამ თეთრი სახლი დიდ სკანდალში გახვია. ტრამპის ადმინისტრაცია ახლა თაის მართლებაზეა გადასული. ამერიკის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ პირობები, რომელიც ომში მყოფ ქვეყანას სთავაზობენ, საბოლოო არ არის, თუმცა ზელენსკის მაინც ულტიმატუმის ენით ელაპარაკება და ფქტობრივად, უთვლის, რომ თუ დოუემნტზე არ იქნება მისი ხელმოწერა, ომში სტრატეგიული პარტნიორის გარეშე დარჩება.
რა ჩანაფიქრი იმალება რელაურად ამ გეგმის მიღმა? ეს არის რუსეთის სურვილების სია თუ მართლა ასე წარმოუდგენია ვაშნგტონს, რომ უკრაინა ტერიტორიების დათმობის გარეშე ომს ვერ დაასრულებს? დიდი კრიტიკის შემდეგ ამერიკელი სენატორების ამტკიცებენ, რომ გეგმა არ გამოხატავს თეთრი სახლის ოფიციალურ პოზიციას. სენატორები ირწმუნებიან, რომ ამის შესახებ ინფორმაცია პირადად მარკო რუბიოსგან მიიღეს.
მოგვიანებით ამერიკის სახელმწიფო მდივანმა თავად დაადასტურა, რომ წინადადების ავტორი ვაშინგტონია და გეგმა რუსული მხარის მოთხოვნებს ეფუძნება.


















