ისტორიის პროგრამიდან ამოღებულ იქნა 1802, 1804, 1812, 1819-20 წლის აჯანყებები რუსეთის წინააღდეგ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალში ცვლილები შევიდა.

კერძოდ, შემცირებულია ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამაში შესული მასალის მოცულობა და რიგ შემთხვევაში, აბიტურიენტებს გარკვეული მწერლების შემოქმედების ჩაბარების ვალდებულებაც აღარ აქვთ.

ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან ამოღებულია: სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედების ნაწილი. აბიტურიენტებს მხოლოდ „სიბრძნე სიცრუისა“ და „ლეონის თავგადასავლის“ სწავლა მოუწევთ. იგავ-არაკები კი საერთოდ ამოღებულია;

საგამოცდო პროგრამების ნუსხაში დავით გურამიშვილის შემოქმედების გასულ წელს არსებული ვრცელი სიიდან მხოლოდ ორი ნაწარმოებია დარჩენილი;

ამოღებულია ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „გოგჩა“;

შემცირებულია გრიგოლ ორბელიანის შემოქმედების ჩამონათვალიც და მხოლოდ „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ არის დარჩენილი;

შემცირებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის შემოქმედების ნაწილი. ილია ჭავჭავაძის ლექსებიდან „ბედნიერი ერი“; პასუხის პასუხი“; „ჩემო კალამო“; პოემა „განდეგილი“, „აჩრდილი“ და მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივი“ საგამოცდო პროგრამიდან სრულად ამოღებულია;

საერთოდ ამოღებულია ალექსანდრე ყაზბეგის, პაოლო იაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის შემოქმედება, ხოლო ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიდან ნაწილი, მათ შორის: „პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმიც“ ამოღებულია;

უცვლელადაა დატოვებული დავით კლდიაშვილის, გურამ დოჩანაშვილის, ჯემალ ქარჩხაძის, გურამ რჩეულიშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის, ტიციან ტაბიძის, კონსტანტინე გამსახურდიასა და მიხეილ ჯავახიშვილის ის ნაწარმოებები, რომლებიც 2024 წლის საგამოცდო პროგრამაში იყო;

გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებიდან მხოლოდ „მშობლიური ეფემერაა“ ამოღებული;

გიორგი ლეონიძის ნაწარმოებებიდან ამოღებულია „ნინოწმინდის ღამე“;

რაც შეეხება ანა კალანდაძის შემოქმედებას, აქამდე არსებული ლექსი „მკვდართა მზე ვარ“ ჩანაცვლებულია ლექსით „ვაჟო, დილის მზის სხივო…“

ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბრძანება პროგრამების ცვლილებების შესახებ 11 ნოემბერს გამოსცა, თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საგამოცდო პროგრამების ჩამონათვალი და მასში შესული მასალის სია დღეს გამოაქვეყნა.

ისტორიის პროგრამიდან ამოღებულ იქნა:
1802, 1804, 1812, 1819-20 წლის აჯანყებები რუსეთის წინააღდეგ.

ამოღებულია:
1)სულხან-საბას იგავები;
2)გურამიშვილის თავები;
3)გოგჩა;
4)საღამო გამოსალმებისა;
5)პასუხი შვილთა;
6)პასუხის პასუხი;
7)არ უკიჟინო სატრფოო;
8)ცისა ფერს;
9)ხმა იდუმალი;
10)სულო ბოროტო;
11)ვპოვე ტაძარი;
12)ბედნიერი ერი;
13)ჩემო კალამო;
14)განდეგილი;
15)აჩრდილი;
16)აღმართ-აღმართ;
17)სულიკო;
18)ქებათა ქება;
19)ხევისბერი გოჩა;
20)რამ შემქნა ადამიანად;
21)იას უთხარით ტურფასა;
22)ბახტრიონი;
23)კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი;
24)ყვარყვარე თუთაბერი;
25)მშობლიური ეფემერა;
26)ლექსი-პოეზია;
27)ნინოწმინდის ღამე;
28)მკვდართა მზე ვარ;

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური – ჩემ მიმართ არანაირი სანქციები არ არის, მე არ გამიგია, არც მოუწერიათ – არც აქ, არც ევროპაში არ შემქმნია პრობლემა თანხის გადარიცხვაზე ან ვიზიტზე, ვმოძრაობ ჩვეულებრივ
შემდეგი სტატიაშლიან ჩვენს კვალსა და მეხსიერებას- თამარ ბელქანია ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ცვლილებებზე