ისტორიაში შევა, როგორც გზა და მორალაცდენილი ოპოზიციის ნეოსააკაშვილი – წილოსანი პრეზიდენტზე

ვულოცავთ, ქალბატონ სალომეს, ის იტორიაში შევა, როგორც გზა და მორალაცდენილი ოპოზიციის ნეოსააკაშვილი” – “ოცნების” დეპუტატის, ნინო წლიოსანის იერიში საქართველოს პრეზიდენზე.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, წილოსანმა მისი სიტყვა სალომე ზურაბიშვილის ლანძღვაში გამოხარჯა და ამისთვის თავი დაუზოგია.

“ნეოსააკაშვილური მმართველობა, რომელიც სალომე ზურაბშვილმა შემოგთავაზათ, მხოლოდ და მხოლოდ მისი პოლიტიკური ვნებების დასაკმაყოფილებლად, აშკარად საპრეზიდენტო და ერთპიროვნულ მმართველობაზე გადაყვანის მცდელობაა. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებას აანონსებს და ამ ჩვენს სასამართლოს ნდობას უწუნებს ის, ვისაც თავად არ ჰქონდა ნდობა საკუთარი თავის არჩევის მომენტშიც კი და თუ ვინემს ნდობის აღდგენა სჭირდება, ქალბატონო სალომე, ეს ერთადერთი თქვენ ხართ. ვულოცავთ, ქალბატონ სალომეს, ის ისტორიაში შევა, როგორც გზა და მორალაცდენილი ოპოზიციის ნეოსააკაშვილი”, – ამბობს წილოსანი.

banner
წინა სტატიაშიმმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა არც ქართველი ხალხის, არც ჩვენი არცერთი პარტნიორის, მეგობრის თხოვნა – კირკიტაძე
შემდეგი სტატიანატალია ყიფშიძე მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა