5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

ისტორიაში პირველად, საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხის მედალი მოიპოვა

ისტორიაში პირველად, საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხის მედალი მოიპოვა. მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედალი ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა მოიპოვა.

ბერულავასა და მეტელკინას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ 75.46 ქულით მეორე ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში 146.29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში 221.75 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს.

პირველ ადგილზე ჯამური 231.24 ქულით იაპონური წყვილი გავიდა.

banner
წინა სტატიაში“შავ ტანსაცმელს იხდიდა და ფერადებს იცვამდა, რომ მე არაფერი შემემჩნია” – ლიკა კუჭუხიძე დედამთილზე
შემდეგი სტატიაპოლიციამ თიანეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი