ისტორიაში პირველად, ქართველი ქალი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონი გახდა თავისუფალ ჭიდაობაში

ისტორიაში პირველად, ქართველი ქალი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონი გახდა თავისუფალ ჭიდაობაში.

„არის ისტორიული ოქროს მედალი!მირანდა კაპანაძემ ნოვი-სადში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! აქამდე, საქართველოს ქალთა ეროვნულ და არც ერთ ასაკობრივ ნაკრებს, ქალთა ჭიდაობაში, ამ რანგის შეჯიბრებაზე ჩემპიონი არ ჰყოლია!

მირანდა კაპანაძემ ევროპის ჩემპიონატის ფინალის გზაზე ჩეხი ლანა პეზიჩი (8:0), ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუსი დოლჟონ ცინგუევა (8:6) და აზერბაიჯანელი ფიდან ბაბაევა (8:0) დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი თურქ ოზლემ გურსოის (6:3) სძლია“, – წერს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.

banner
წინა სტატიაში“საქართველოში ელიტები ბლოკავენ ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმებს”- ო’ბრაიენი
შემდეგი სტატიაპრემიერი: ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას