9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

ისტორიაში პირველად ნატოს 32-ვე წევრმა მიაღწია თავდაცვისთვის მშპ-ის მიზნობრივ მაჩვენებელს

ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ისტორიაში პირველად ნატო-ს ყველა წევრმა თავდაცვისთვის მშპ-ის 2%-ს მიაღწია.

ანგარიშის თანახმად 2025 წელს ნატოს 32-ვე წევრმა მიაღწია თავდაცვისთვის მშპ-ის მიზნობრივ 2%-იან მაჩვენებელს. ანგარიშში გასული წლის ხარჯები ალიანსის შეფასებებს ეფუძნება.

თავდაცვისთვის საერთო ხარჯებმა 2025 წელს 1.4 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 6%-ით მეტია, ვიდრე 2024 წელს.

ყველაზე დაბალი მაჩვენებლები (2%) 2025 წელს ჰქონდათ ესპანეთს, პორტუგალიას, ალბანეთს, ბელგიასა და კანადას.

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ალიანსის წევრებს შორის პოლონეთს ჰქონდა, რომელმაც თავდაცვისთვის 2025 წელს მშპ-ის 4.3% გამოყო. 3%-იან მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბეს, ასევე, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და დანიამ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა
შემდეგი სტატიანატოს გენერალური მდივნის ანგარიში: ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია