10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ისტორიაში პირველად, ერევანში სომხეთ-ევროკავშირის სამიტი ჩატარდება

ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბარია, რომ ისტორიაში პირველად, 4-5 მაისს, ერევანში სომხეთ-ევროკავშირის სამიტი ჩატარდება.

მათი ინფორმაციით, სამიტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დაესწრებიან.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სამიტზე ყურადღებას გაამახვილებენ ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერებაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული კავშირის სფეროში. ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთისა და უკრანაში მიმდინარე მოვლენებს

banner
წინა სტატიაშითელავში პოლიციამ მამაკაცი ორსული მეუღლის მიმართ ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავა
შემდეგი სტატიაქუთაისში ახალგაზრდა გოგო მე-5 სართულიდან გადმოვარდა